„უარი თქვი ფასტ-ფუდზე“ – პირველკლასელების მაგალითი უფროსკლასელებს
კარტოფილი ფრი, ბურგერები, გაზიანი სასმელი.. ბავშვებსა და მოზარდებს უჭირთ უარი თქვან საკვებზე, რომელსაც მათი თანატოლებიც აქტიურად მიირთმევენ. სწორედ ამიტომ, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის პირველი კლასის მოსწავლებმა, პედაგოგ მარინა სახოკიასთან და სკოლის ექიმთან ერთად, პროექტი სახელწოდებით -,,ჯანსაღი თაობა, ჯანსაღი მომავლის საწინდარია” წამოიწყეს.
როგორც სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უყვებიან, პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა საინფორმაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.
პატარა გიმნაზიელებმა მშობლებთან ერთად მორთეს მაგიდები ჯანსაღი საკვებით და სკოლის უფრსოსკლასელი მოსწავლეებიც მიიწვიეს. პირველკლასელების მესიჯი ასეთი იყო:, “უარი თქვი ფასტფუდზე, ჯანსაღი საკვებიც ძალიან გემრიელია”.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები



