UG ბაღი წინა სასკოლო მზაობის ჯგუფში 2019-2020 წლის სასწავლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს
UG ბაღი წინა სასკოლო მზაობის ჯგუფში აცხადებს მიღებას 2019-2020 წლის სასწავლო პროგრამაზე.
სკოლის წინა მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს ბავშვის განვითარების აუცილებელ კომპონენტებს;
- კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
- ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღის ხელშეწყობას;
- ბავშვის მომზადება პირველი კლასის მოლოდინებისთვის და გამოწვევებისთვის;
სასკოლო მზაობის ჯგუფებში ბავშვები თამაშით შეისწავლიან წერა-კითხვის ინგლისურის, ქართულისა და მათემატიკის საწყისებს. ჩვენთან ფუნქციონირებს შემეცნებით – განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით. ჩვენს აღსაზრდელებს უტარდებათ დრამის, სიმღერისა და ცეკვის, ხატვის, ძერწვის, ჭადრაკის, კულინარიის გაკვეთილები.
ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობას თამაშის მეშვეობით − როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. ტარდება ფსიქოკორექციული მეცადინეობები (პიროვნულ და შემეცნებით სფეროში).
თერაპია ხელს უწყობს ნებელობითი სფეროს ჩამოყალიბებას/განმტკიცებას და ბავშვების სკოლაში სწავლების მზადყოფნას.
2018 წლიდან UG ბაღი ახორციელებს სწავლების ბრიტანულ პროგრამას. „იუჯი ბაღი“ კემბრიჯის (Cambridge International) რეგისტრირებული ცენტრია, რაც უფლებას გვაძლევს გამოვიყენოთ მათი პროგრამები ბავშვთა განათლება-აღზრდის პროცესში.
ბრიტანული წინა სასკოლო პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია იმ უნარების განვითარებაზე, რაც ასე მნიშვნელოვანია სკოლის დაწყებით ეტაპზე.
პროგრამა კომპლექსურად მოიცავს ბავშვის განვითარების ფიზიკურ, ემოციურ, გონებრივ, შემოქმედებით, აზროვნებით და პიროვნულ განვითარებას.