ჭადრაკის უზარმაზარი დაფა 149-ე საჯარო სკოლის ეზოში, როგორც სასწავლო რესურსი (+ფოტო)
რამდენი სკოლის ეზოში გინახავთ ჭადრაკის დაფა? ინკლუზიური სოციოკულტურული სივრცის შექმნის მიზნით, თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და შემეცნებითი ზონების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. სწორედ მის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზოში ჭადრაკის გარე დაფა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სკოლამ 30 მარტს გამოაქვეყნა.
„სკოლის ეზოში ჭადრაკის დაფა პროექტ „სასკოლო არქეოლოგიის“ ფარგლებში შემოსული შემოწირულობით მოვაწყეთ. ჭადრაკით სარგებლობა ყველას შეეძლება, როგორც მოსწავლეებს, ასევე სასკოლო საზოგადოების წევრებს. დაფას უკვე ვიყენებთ ჩვენს ახალ სასწავლო რესურსად”, – გვითხრეს სკოლაში.
როგორც სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, ჭადრაკის დაფა „სასკოლო არქეოლოგიის“ პროექტის განხორციელებისას შემოწირული თანხებით სხვადასხვა კომპანიების დახმარებით შეიძინეს და ახლა ის უკვე ერთ-ერთი აქტიური სასწავლო რესურსია მოსწავლეებისთვის.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი



