ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“ გაიმარჯვეს
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის IX(5) კლასის მოსწავლეები გუნდური ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლა“ გამარჯვებულები გახდნენ.
გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით სკოლის სახელით მოასპარეზე 30 გუნდზე მეტი. მათ შორის იყვნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის გუნდებიც.
შემოდგომის სეზონზე ჩატარდა ერთი შესარჩევი და ექვსი ოფიციალური შეხვედრა. ფინალური შეჯიბრი გაიმართა 2017 წლის 24 დეკემბერს და გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი, ვეკუას სკოლის IX(5) კლასის მოსწავლეები: გიორგი ჭიკაიძე, გიორგი მეფარიშვილი, დაჩი მაისურაძე, ანა ჯაფარიძე და ალექსანდრე გუნია. გამარჯვებული მოსწავლეები პროექტის ორგანიზატორების მიერ დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ერთ კვირიანი ბაკურიანის ზამთრის უფასო ბანაკის საგზურებით.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.
-
თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლის ორი გუნდი კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ ნახევარფინალშია by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა



