GE
20 ივნისი, 2018 15:59

ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლაში გადმომსვლელთათვის ჩატარდება სარეკომენდაციო ტესტირებები მათემატიკასა და ფიზიკაში

2018 წლის 1 ; 2 და 3 ივლისს სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეთა და საშაბათო სკოლის მსმენელთათვის ჩატარდება სარეკომენდაციო ტესტირებები მათემატიკასა და ფიზიკაში, რომლის მიზანია სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეებს დაეხმაროს აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში მათ მიერ გავლილ და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში არსებულ პროგრამებს შორის შესაბამისობის ხარისხის დადგენაში.

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია:

  • გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია სკოლის ვებგვერდზე – vekua42.edu.ge 2018 წლის 15 – დან 29 ივნისის ჩათვლით;
  • მსურველს ელექტრონული რეგისტრაციის წარმატებით გავლისთვის ესაჭიროება შემდეგი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის ატვირთვა.

ტესტირების ვარიანტი სწორი პასუხებით და ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება სარეგისტრაციო ბარათის ნომრების მიხედვით სკოლის ვებ-გვერდზე – vekua42.edu.ge არაუგვიანეს ტესტირებების დასრულებიდან შვიდი სამუშაო დღისა.

Aris.ge - განათლება განათლება