GE
1 აგვისტო, 2018 15:19

ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის წარმატებული 3 მოსწავლე ამერიკის უნივერსიტეტებში დასაქმდა

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის № 42 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა საბა ხარაბაძემ, გუგა ხუნძაკიშვილმა და ბექა მოდრეკილაძემ Purdue University-ს ფიზიკის PhD პროგრამაზე დაფინანსება მიიღეს და მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში სასწავლო პროგრამასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობასაც ექნებათ.

ამერიკული მხარე ახალგაზრდებს უნივერსტეტში Teaching Assistant-ებად დაასაქმებს.
გუგა ხუნძაკიშვილი და ბექა მოდრეკილაძე თსუ-ის ფიზიკის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები არიან, საბა ხარაბაძე კი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულია.

“ვულოცავთ ქართველ ახალგაზრდებს ამ დიდ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება