ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლამ ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა
ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, 42-ე საჯარო სკოლას ეწვია და ადამიანის უფლებების, სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების შესახებ საქართველოში არსებულ გამოცდილებას ადგილზე გაეცნო.
ზოგად განათლებაში დემოკრატიული სწავლების კომპონენტის დანერგვა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი სამწლიანი პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაა ჩართული. პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 21 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და საქართველოდან.
კონფერენციის მონაწილეებმა პროექტი შეაჯამეს და ერთმანეთს მისი დანერგვის პროცესში მიღებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.
-
თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლის ორი გუნდი კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ ნახევარფინალშია by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა



