ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,საქართველოს ევროპული ისტორია” გამარჯვება მოიპოვეს.
“ჩვენი სკოლის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის ,,საქართველოს ევროპული ისტორია” გამარჯვებულები არიან!
2020 წლის 14 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსის ,,საქართველოს ევროპული ისტორია” გამარჯვებულთა დაჯილდოება. კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა გარი ჩაფიძემ და მისმა მოადგილემ, ქალბატონმა ლეილა გეგეშიძემ რამდენიმე ათეული ნაშრომიდან შეარჩიეს 7 მონაწილე, რომელთა შორის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის # 42 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც არიან: თეკლე მუსერიძე/უკვე სტუდენტია/, ლიზი თურმანიძე, თამარ ბუაჩიძე, თიკო ჩოჩელი, სალომე მიქელაძე, ანასტასია ფილფანი, მიხეილ მაისურაძე და ირაკლი ჯავახიშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასწავლებელთა კონკურსში ერთერთ გამარჯვებულად დასახელდა ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი ბატონი ნუგზარ მოლაშვილი. კონკურსანტებს ჟიურის წევრებისგან სხვადასხვა ჯილდოები გადაეცათ! ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ამ წარმატებას!”, – ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.