GE
12 თებერვალი, 2019 16:11

ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლას შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯიაო ტონგის უნივერსიტეტი არის აღმოსავლეთ ქვეყნებში ერთერთი უძველესი, ის 1896 წელს დაარსდა.

სტუმრები პირველად ესტუმრნენ საქართველოს და სწორედ 42-ე სჯარო სკოლაში გამართეს შეხვედრა მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან. მათ მოსწავლეებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების შესახებ და გააცნეს ძირითადი მიმართულებები: ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, არქიტექტურის, ოკეანისა და სამოქალაქო ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

Aris.ge - განათლება განათლება