GE
20 თებერვალი, 2019 14:40

ვეკუას სკოლას ლიტერატურის მოყვარულ თინეიჯერთა ჯგუფი „ლიბერთინსი“ ეწვია

2019 წლის 20 თებერვალს ვეკუას სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ გამომცემლობა პალიტრა L-ის შიდა პროექტის -„ლიბერთინსის“ ჯგუფის ორგანიზატორები. „ლიბერთინსის“ შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი თინეიჯერებში წიგნიერების დონის ამაღლებაა, რასაც წარმატებით ახორციელებენ 2014 წლიდან.

სტუმრები IX-XI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და გააცნეს ინფორმაცია მათი მორიგი გრანდიოზული ღონისძიების შესახებ, რომელიც ტარდება სკოლებს შორის საქართველოს მასშტაბით. ეს გახლავთ ლიტერატურულ-ინტელექტუალური კონკურსი, რომლის მიზანია მოსწავლეების დაინტერესება როგორც სასკოლო მასალით, ასევე მხატვრული ლიტერატურით.

სკოლაში სტუმრებმა სახალისო ვიქტორინაც გაათამაშეს და მოსწავლეები წიგნებით დააჯილდოვეს.

Aris.ge - განათლება განათლება