GE
14 თებერვალი, 2019 15:33

ვეკუას სკოლას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესტუმრნენ

2019 წლის 14 თებერვალს ვეკუას სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტების მენეჯერი თეკო ძიძიგური და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კოორდინატორი ზაზა ოსმანოვი.

სტუმრები მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტცია ამ ორი საკმაოდ მოთხოვნადი უნივერსიტეტის შესახებ. მოსწავლეებს გააცნეს საბაკალავრო პროგრამების ძირითადი მიმართულებები, ისაუბრეს ჩარიცხვის კრიტერიუმებზე.

მოსწავლეებს გააცნეს თავისუფალი უნივერსიტეტის მოკლევადიანი პროგრამები. კერძოდ ისაუბრეს ბაზალეთის სასწავლო ცენტრზე, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურში გადასულ მოსწავლეებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

Aris.ge - განათლება განათლება