GE
15 იანვარი, 2020 12:24

ვეკუას სკოლის კიდევ ერთი წარმატება ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადაზე

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ორი მედლით დაბრუნდა ყაზახეთის ჟაუტიკოვის სახელობის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან.

მეთორმეტე კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ გლუნჩაძემ და მეთერთმეტეკლასელმა დემეტრე გელაშვილმა მათემატიკაში ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია და სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მათემატიკის მასწავლებელთა კონკურსში სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა და საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელმა ლელა მამულაშვილმა მაქსიმალური შეფასება – 80 ქულა მიიღო ოქროს მედალი მოიპოვა.

ფიზიკის მწვრნელთა კონკურსში ფიზიკის საოლომპიადო წრის ხელმძღვანელმა ლუკა ხიზანიშვილმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება ყაზახეთის ქალაქ ალმატიში. წელს ოლიმპიდაში 21 ქვეყნის 84 გუნდი და 588 მოსწავლე მონაწილეობდა.

“ვულოცავთ მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება