ველოსიპედით სკოლამდე – თბილისის 22-ე საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგის მისაბაძი არჩევანი
ამირან სვანიძე თბილისის 22-ე საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელია, მან საკუთარი საცხოვრებლიდან სკოლამდე გადადგილებისთვის ახალი და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება შეარჩია. პედაგოგი ყველა სამუშაო დღეს, ისნიდან დიდუბემდე ელექტრო ველოსიპედით გადადგილდება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს თბილისის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან ზედაშიძე მოუყვა.
სკოლის დირექტორის მონათხრობით, სპორტის პედაგოგი მსოფლიო ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, არის გამორჩეული ადამიანი და მოსწავლეებისთვის სამაგალითო პიროვნება.
იხილეთ ფოტო:
„გარდა იმისა რომ თავად ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით, ის დიდი სტიმულის მიმცემია სკოლის კოლექტივისა და მოსწავლეებისთვის. მისი გზავნილიც ეს არის, რომ სპორტის პედაგოგი ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს და თავად იყოს სამაგალითო. დიახ, მომავალი თაობებისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, ეს არის ერთგვარი მესიჯი“, – აგვიხსნა ქალბატონმა რუსუდანმა.
როგორც გავარკვიეთ, სპორტის პედაგოგის ამ გადაწყვეტილებამ მთელი სასკოლო საზოგადოება დააფიქრა ელექტრო ველოსიპედის შეძენაზე.
აბა, როგორ მოგწონთ იდეა სამსახურამდე სწრაფი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით გადაადგილებაზე?
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში by სკოლების ამბები



