„ვინ უკეთ იცნობს ილიას“- ყვარლის პირველი საჯარო სკოლა ილია ჭავჭავაძის იუბილის აღსანიშნავად ვიქტორინას ატარებს
8 ნოემბერს საქართველოს გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწისა და მწერლის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.
გასაკვირი არაა, რომ ამ თარიღს განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავენ მწერლის მშობლიურ სოფელში, რომლის სკოლაც – ყვარლის პირველი საჯარო სკოლა, დღეს სიმბოლურად მის სახელს ატარებს და ილიაობას აღნიშნავს.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ყვარლის პირველ საჯარო სკოლაში ტრადიციულად იმართება
„ილიას კვირეული“. სპეციალურად ამ დღისთვის ვიქტორინაც ტარდება, რომელიც ამოწმებს, რა იციან მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის შესახებ.
„დღეს, „ილიას კვირეულის“ ფარგლებში Vა და Vბ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლმა ნაზი ნადირაძემ ჩაატარა ვიქტორინა „ვინ უკეთ იცნობს ილიას“. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადავცემთ სიგელებს“, – წერია სკოლის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კახეთის გარდა, საქართველოს არაერთ რეგიონში ვხვდებით საჯარო სკოლებს, რომლებიც ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს, მათთვის 8 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია.
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები