GE
24 ივნისი, 2024 11:11

სასწავლო წლის ბოლო დღე – ცნობილი სიმღერის სასკოლო ვერსია მარტვილელი მოსწავლე-პედაგოგების შესრულებით (+ვიდეო)

„სასწავლო წლის ბოლო სკოლებში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. ჩვენი სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად მოვიფიქრეთ, რომ მხიარული ვიდეო გადაგვეღო და ერთად გვემღერა“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის პედაგოგი, მაკა კვესელავა ესაუბრება და იმ ვიდეოს გვიზიარებს, რომელშიც პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად ასრულებენ პოპულარული სიმღერის „ვისკი, კოლა და ტეკილას“ შეცვლილ სასკოლო ვერსიას.

პედაგოგის თქმით, ვიდეოს გადაღების პროცესში სრულად სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული.

იხილეთ ვიდეო:

“ამ კლიპის გადაღების ისტორია ასეთია: სასწავლო წლის ბოლოსკენ, რესურსცენტრიდან გადმოგზავნილ საკონკურსო აქტივობების ჩამონათვალში იყო ასეთი დასახელება – „მოკლე ვიდეოკოლაჟი მასწავლებლები და მოსწავლეები. სცენარი შევიმუშავე მე, სიმღერების ტექსტები დავწერე და შემდეგ მოქმედების შესაბამისად გადავიღეთ კადრები. ძალაინ გავერთეთ, უდიდესი სიამოვნებ იყო მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად ვიდეოს ჩაწერის პროცესი”, – გვიამბო მაკა კვესელავამ.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში