1 აპრილი, 2024 13:57
„ვიხსენებთ როკს“ – თბილისის 90-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილი-კონცერტი ტარდება (+ვიდეო)
თბილისის 90-ე საჯარო სკოლის მე-10 ა კლასში გაკვეთილი-კონცერტი „ვიხსენებთ როკს“ ტარდება, რომელსაც მუსიკის პედაგოგი ქეთევან ვახტანგური უძღვება. ამ პროცესის ამსახველი ვიდეო სკოლამ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
იხილეთ: ვიდეო
როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უთხრეს, ალტერნატიული როკ მუსიკა მე-10 ა კლასის მოსწავლეების საყვარელი მუსიკალური ჟანრია და სწორედ ამიტომ, მუსიკის პედაგოგმა გადაწყვიტა, გაკვეთილი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოდ წარემართა.
„გაკვეთილი-კონცერტი სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა და დიდი ოვაციებიც დაიმსახურა. არ ვიცოდით, თუ ჩვენს მეათეკლასელებს ასე კარგად შეეძლოთ სიმღერა. მუსიკალურთან ერთად, მხიარული დღეც გამოგვივიდა“, – გვითხრეს სკოლაში.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი