წინასაანბანო პერიოდი, დროის ფუჭი კარგვა თუ დროის მოგება? – განათლების სპეციალისტის არგუმენტირებული თვალსაზრისი
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველკლასელთა წინასაანბანო სწავლებას 10-12 კვირა ეთმობა. თუმცა როგორც გავარკვიეთ, ეს პერიოდი ინდივიდუალურია, რაც გულისხმობს, რომ კლასის საჭიროებებების გათვალისწინებით შეიძლება გაიზარდოს, ან შემცირდეს კიდეც.
EDU.ARIS.GE-ს 13 მარტს მზიკო აზნიაშვილი ესაუბრება. განათლების სპეციალისტი და დაწყებითი კლასების დამრიგებელი შეეცდება ახსნას, რატომ არის მნიშვნელოვანი წინასაანბანო სწავლება.
კითხვა, რომელსაც მზიკო უპასუხებს შემდეგია: „წინასაანბანო პერიოდი დროის ფუჭი კარგვაა თუ დროის მოგება?”
„დაწყებითი პედაგოგის მთავარი მიზანი უნდა იყოს, ბავშვმა სტრესის გარეშე ხალისით და სისარულით შეძლოს სასწავლო პროცესში ჩართვა, რაც მომავალში წარამატების საწინდარია.
წინასაანბანო სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის .
პირველივე დღეებიდან აქტიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა მოსმენის, მეტყველების, ფონემური და ფონოლოგიური უნარების განვითარებაზე. გარდა ამისა ეს პერიოდი საკამოდ რთულია მოსწავლეებისთვის, რადგან ამ დროს უწევთ ადაპატია გაიარონ როგორც სასწავლო გარემოსთან, ასევე სასკოლო რეჟიმთან, კლასელებთან და პედაგოგთან”.
ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ, თუ რომელ სახემძღვანელოს ირჩევთ თავად ანბანის სწავლებისთვის. განათლების სპეციალისტმა აგვიხსნა, რომ არჩევანის გაკეთება 2 სახელმძღვანელოს შორის უწევს. სწავლების მეთოდოლოგიიას კი საჭიროების მეხედვით თავად გარდაქმნის.
„სახელმძღვანელოები საკმაოდ სადაო საკითხია. მისწავლებია გოგებაშვილით, თუმცა ერთადერთი გრიფირებული სახელმძღვანელო როდონაიაა. შარშან პირველად ვასწვლე
ამ ავტორით და საკმალდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი თავიდან, თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ჩემს პრაქტიკაში გაამართლა. ერთდროულად ორი ასობგერის შესწავლით უფრო სწრაფად და ეფექტურად წარიმართა კითხვის სწვლება.
რაც შეეხება წერას, მეორე სემესტრიდან ვიწყებთ ამ წიგნის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე. ამ მეთოდსაც მივესალმები, რადგან ამ დროში საკმაოდ ივარჯიშებენ ხელის მოტორიკას ბავშვები, კითხვა უკვე იციან და მთავარი აქცენტი წერაზე გადადის რაც ნაკლებად სტრესულია მათთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეთოდოლიგიას თავადაც ვქმნი. გოგოებაშვილის დედაენა დამატებით საკითხავად მქონდა არჩეული და ბავშვებს ძალიან დაეხმარა გაწაფული კითხვის უნარის გაუმჯობესებაში”, – დეტალურად გვესაუბრა სპეციალისტი.
ესაუბრა: მზეო შველიძე
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები