GE
20 მარტი, 2024 14:14

ყოველთვიური სტიპენდია 625 ლარი – ლიტერატურული კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის აჭარაში

12-დან 18 წამდე მოსწავლეებისა და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა, რომლის ორგანიზატორიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის მწერალთა სახლია. კონკურსის მონაწილეებისგან პოეტური ან პროზაული ნაწარმოების წარდგენას ითხოვენ.

ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 12-დან 29 წლამდე ასაკის პირი, რომელიც რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონკურსის გამოცხადებამდე პერიოდში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციის თანახმად, კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები, 2024 წლის ივნისის თვიდან წლის ბოლომდე, შვიდი თვის განმავლობაში მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 625 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). საკონკურსო ბიუჯეტი 17 500 ლარს შეადგენს.

კონკურსის ფარგლებში სულ შეირჩევა 4 გამარჯვებული შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო პოეტური ან/და პროზაული ნაწარმოები (12-დან 18 წლამდე) – 2 გამარჯვებული პირი;
  • საუკეთესო პოეტური ან/და პროზაული ნაწარმოები (18-დან 29 წლამდე) – 2 გამარჯვებული პირი.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტები:

განაცხადის ფორმა; საკუთარი არანაკლებ 3 საკონკურსო ნაწარმოები: ლექსი ან/და მოთხრობა ან/და ესეი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა რეგისტრაციის თაობაზე;

განაცხადის ფორმა

საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 18 მარტიდან და 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით. განაცხადები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ა(ა)იპ აჭარის მწერალთა სახლში მატერიალურად ან/და ელექტრონულად შემდეგ ელ. მისამართზე: batumilit@gmail.com;

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში