8 მარტი, 2024 13:36
ყვავილები სკოლაში მომუშავე ყველა ქალბატონს – 8 მარტის აქტივობა მოსწავლეებისგან
ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლებმა ტრადიციას არც წელს უღალატეს და სკოლაში მომუშავე ყველა ქალბატონს ყვავილების თაიგულით მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე.
ამის ამსახველი ვიდეო სკოლამ, 8 მარტს ფეისბუკისსაკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვიდეოკადრებში ჩანს როგორი პატივისცემითა და მოკრძალებით გადასცემენ კალათაში მოთავსებულ ნარცისების თაიგულს ქალბატონებს მოსწავლეები.
„სკოლის დირექცია უერთდება მოსწავლეების ინიციატივას, გაზაფხულის შემობრძანებასა და ქალთა დღესასწაულს ულოცავს გორდას ლამაზმანებს. უფლის წყალობა, ლამაზი, მზიანი, სიხარულიანი და სიყვარულიანი დღეები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანამდევი“,-ვკითხულობთ ქალებისადმი სკოლის მილოცვის წერილში.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები