„ყველანი გავედით პოდიუმზე“ – დიდ შესვენებაზე მოწყობილი მოდების ჩვენება ძევრის საჯარო სკოლაში (+ფოტო)
როცა ზაფხულის ცხელი დღეები დგება, მასწავლებლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – სასწავლო პროცესი მეტად მრავალფეროვანი გახადონ, რათა მოსწავლეებს მზიან ამინდში გარეთ ყოფნისა თუ თამაშის გარდა, სწავლაც ეხალისებოდეთ. ამ გამოწვევას ძევრის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლალი ჯანაშიამ მხიარული აქტივობით უპასუხა და მე-11 კლასელების დახმარებით სკოლის ეზოში მოდების ჩვენება მოაწყო.
საგულდაგულოდ გაშვილ ხალიჩაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გაიარეს. ამის შესახებ პედაგოგი EDU.ARIS.GE-ს დღეს, 30 აპრილს ესაუბრა და განხორციელებული ღონისძიებიდან ფოტოებიც გაუზიარა.
როგორც ქალბატონი ლალი ამბობს, აქტივობა დიდ შესვენებაზე განხორციელდა და მოსწავლეებმა ის საზაფხულო სამოსი მოირგეს, რომელსაც არდადეგების დროს ჩაიცვამენ.
იხილეთ ფოტო:
„ეს აქტივობა დიდ შესვენებაზე ჩავატარეთ და მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. მე-6 კლასის გოგონებიც ჩავრთეთ. მე-11 კლასელები კი ორგანიზებაში დაგვეხმარნენ. ჩვენი აქტივობა ზუსტად 20 წუთი გაგრძელდა. რაც შეეხება მოდების ჩვენების თემას, მოსწავლეებმა ის ზაფხულის ტანისამოსი მოირგეს, რასაც არდადეგებზე ჩაიცვამენ. ძალიან სახალისო გამოვიდა. ყველა გავედით პოდიუმზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და სასკოლო საზოგადოება“, – მოგვითხრო პედაგოგმა.
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები



