GE

ალ. ყაზბეგის 26,                          ტელ.: (+995) 32 214 90 50         ელფოსტა: newgen.ge@gmail.com
მეტრო დელისთან                                  (+995) 551 40 42 40
თბილისი, საქართველო                        (+995) 595 40 47 48

მეტი
ბუღალტერიის კურსი, თეორია + ORIS + სტაჟირება

ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ბუღალტერიის 3-თვიან კურსებს. 

პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღწერას, ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას ახალი ესტონური მოდელით.

 კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს:  

  • ვინც იწყებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან
  • ვისაც გაქვთ გარკვეული შეხება ბუღალტერიასთან და გსურთ ცოდნის გაღრმავება

კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

კურსი შედგება 3 ეტაპისაგან:  

  • თეორიული ნაწილი
  • კომპიუტერული ბუღალტერიის პროგრამა ORIS
  • პრაქტიკული ნაწილი (სტაჟირება)

 თეორიული ნაწილი მოიცავს: 

  • შესავალი: რა არის ბუღალტრული აღრიცხვა; ბასს; ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროს ოპერაციები
  • ბანკის ოპერაციები
  • მოთხოვნების აღრიცხვა
  • სავაჭრო კრედიტორული ვალდებულებების აღრიცხვა
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა
  • რეალიზაციისა და დღგ-ს კორექტირება
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
  • კურსთაშორისი სხვაობები
  • საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა
  • შემოსვლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
  • იჯარის აღრიცხვა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • საცდელი ბალანსის შედგენა

კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ის კურსი მოიცავს:

  • ORIS-ის ინსტალაცია
  • ახალი ორგანიზაციის შექმნა
  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდები
  • ანგარიშთა გეგმა და სასტარტო ნაშთების დასმა
  • საბუღალტრო გატარებები
  • დოკუმენტაციის შექმნა (სალაროს გასავლის ორდერი, სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედნადები)
  • ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები
  • ძირითადი საშუალებების მიღება, სასტარტო ნაშთებში დასმა, ცვეთის დარიცხვა; პაკეტური კორექტირება
  • სამეურნეო ოპერაციები
  • მოგება-ზარალი
  • საცდელი ბალანსი
  • ასლის აღება/აღდგენა

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი ითვალისწინებს კონკრეტული ორგანიზაციის დოკუმენტებთან მუშაობას, ბუღალტერიის წარმოებას შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით ელექტრონულად rs.ge-ზე. სტაჟირების გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში და ფლობს ORIS-ის პროგრამას. ასევე დამწყებ ბუღალტრებს, ვისაც აქვთ სურვილი გაიღრმავოს პროფესიული ცოდნის დონე.
 
კურსი მოიცავს:

  • ორგანიზაციის შექმნა
  • სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების შექმნა. სალაროს დამუშავება
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება
  • სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის შექმნა ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • ხელფასის უწყისის შექმნა
  • ყოველთვიური დეკლარციების (საშემოსავლოს, განაცემთა ინფორმაციის, დღგ-ს) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • ყოველწლიური დეკლარციების (მოგების, ქონების) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • დარიცხული წლიური საავანსო გდასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები

ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს ORIS-ის პროგრამაში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა rs.ge-ზე.
აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად განახორციელოთ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა.

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ  ჯგუფებში (2-5 კაცი) და ინდივიდუალურად. ლექციის ხანგრძლივობა - 1 სთ. 
 
სრული კურსის ღირებულება: 

  • სრული კურსი: ჯგუფი -ერთი თვე 200 ლარი 
  • სრული კურსი: ინდივიდუალური - ერთი თვე 250 ლარი 

შესაძლებელია კურსის ცალკეული ნაწილის გავლა:

  • თეორიული კურსი: ჯგუფი - 250ლარი; ინდივიდუალური - 300 ლარი (14 ლექცია)
  • ORIS-ის კურსი: ჯგუფი - 150 ლარი; ინდივიდუალური - 150 ლარი (10 ლექცია)
  • სტაჟირება: ჯუგი - 250 ლარი; ინდივიდუალური - 300 (12 ლექცია)

 კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

კურსს გაუძღვება ACCA-ს კურსდამთავრებული, მოქმედი მთავარი ბუღალტერი.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2019
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები