GE

10 წიგნი, რომელთა წაკითხვის შემდეგ ცხოვრება გინდება

ცივ ზამთარში ხშირად გვინდება მივეცეთ ძილს და არ გავიღვიძოთ ზაფხულამდე, თუმცა არსებობს გამოცოცხლებისა და ცხოვრების ხალისის დაბრუნების სხვა ხერხები, მაგალითად, რომელიმე კეთილი და ნათელი ისტორიის წაკითხვა.

გთავაზობთ ათ ასეთ ისტორიას.

12711910-R3L8T8D-150-7639910-R3L8T8D-150-Dzherald_Darrell__Moya_semya_i_drugie_zveri1. ჯერალდ დარელი – „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“

ეს ბრწყინვალე მონათხრობი – პირველი ნაწილია მწერალ-ნატურისტის ჯერალდ დარელის ცნობილი ტრილოგიისა, რომელიც მოგვითხრობს საბერძნეთის კუნძულ კორფუზე გატარებულ ბავშვობაზე. იგი გონებამახვილურად გვიყვება საოცარ ცხოველებზე და მათ სახალისო ქცევებზე. წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ რწმუნდები, რა მშვენიერია სამყარო.

2. აბდელსელუ – „შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება“ 12712210-R3L8T8D-150-Abdel_Sellu__Ty_izmenil_moyu_zhizn

ფრანგული ფილმის „ხელშეუხებელნი“ („1+1“), მთავარი გმირების ნამდვილი ამბავი. ეს არის გასაოცარი ისტორია ორი ადამიანის მეგობრობაზე, რომელთა ცხოვრების გზები წესით არასდროს გადაიკვეთებოდა – პარალიზებული ფრანგი არისტოკრატისა და უმუშევარი ალჟირელი ემიგრანტის. მაგრამ ისინი შეხვდნენ და მათი ცხოვრება შეიცვალა.

12712360-R3L8T8D-150-10070610-R3L8T8D-150-Elinor_Porter__Pollianna

3. ელინორ პორტერი – „პოლიანნა“

რამდენად მარტივია ცხოვრებაში მხოლოდ ნათელი მხარის დანახვა? სავარაუდოდ, არც ისე: რადგან ჩვენ ხომ ზრდასრულები ვართ, მრავალი პრობლემით გარემოცულნი, მშვენივრად ვიცით, რომ ბევრი კარგი არ არსებობს. მაგრამ თუ ბედნიერებას თამაშად ვაქცევთ, შემდეგ კი  ცხოვრების პრინციპად, შესაძლოა რეალობას სხვა თვალით შევხედოთ? პოლიანნას ისტორია – ყველაზე ჭეშმარიტი ანტიდეპრესანტია.

 

4. კენ კიზი – „მეზღვაურის სიმღერა“ 12712710-R3L8T8D-150-Ken_Kizi__Pesnya_moryaka

კენ კიზი დიდი ხანი ემზადებოდა ამ სიმღერისთვის, მწერლობის მრავალწლიანი დუმილის შემდეგ შეიქმნა იგი – სიმღერა ალიასკაზე, მკაცრ მხარეზე, უბრალო ადამიანებზე და ზღვაზე. სიმღერაში, რომელშიც ასე მძვინვარებს სარკაზმი, მწვავე იუმორი, გვეჩვენება, რომ მკითხველი ცხოვრების ფსკერამდე ჩაჰყავს, რათა შემდეგ ამოიყვანოს სინათლეზე და დამუხტოს სიცოცხლის  ჭეშმარიტი და უკვდავი სურვილით.

12716260-R3L8T8D-150-8740010-R3L8T8D-150-Narine_Abgaryan__Manyunya5. ნარინე აბგაიანი – „მანუნია“

„მანუნია“ – ნათელი, მზის სხივებით დამუხტული და სამხრეთული ბაზრის სუნით გაჟღენთილი, შესანიშნავი, სახალისო მონათხრობი ბავშვობაზე, ორ მეგობარ გოგონაზენარესა და მანუნიაზე, მრისხანე და კეთილ მანუნიას ბებიაზე, აგრეთვე მრავალ მათ ნათესავზე, რომლებიც გამუდმებით უცნაურ სიტუაციებში ხვდებიან. ეს არის სწორედ ის თბილი, ხალისიანი და მხიარული თავგადასავლებით სავსე ბავშვობა, რომელიც აბედნიერებს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.

 

6. რეი ბრედბერი – „ყინული და ცეცხლი“12716460-R3L8T8D-150-Rej_Bredberi__Led_i_plamya

ბუნების ექსტრემალური პირობების გამო პლანეტაზე ადამიანებმა ზრდა და დაბერება სულ რაღაც 8 დღეში დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში მათ უნდა მოასწრონ სწავლა, დაოჯახება, შთამომავლობის დატოვება. ისინი ახერხებენ ბრძოლას, ეჭვიანობას, შურს – თითქოს მათ ათეულობით წელი ჰქონდეთ… მოკლე მონათხრობი, რომელიც გვასწავლის, რომ თუნდაც დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია ბევრი რამის მოსწრება – ან არაფრის კეთება, თუკი არ იქნება მონდომება.

12718860-R3L8T8D-150-Denni_Uolles__Chelovekda7. დენი უოლესი – „ადამიანი – დიახ“

დენი უოლესი ყველაფერზე პასუხობდა არას. უარს ეუბნებოდა კოლეგებსა და მეგობრებს, არ გადიოდა საღამოობით სახლიდან, ეუბნებოდა „არას“ საკუთარ თავს. ამის გამო მისი ცხოვრება მოსაწყენი იყო. საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ იგი დაადგა გზას, რომელიც არსად მიდიოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი შეხვდა იდუმალ ადამიანს, რომელთან ერთადაც ერთ საღამოს იმგზავრა ავტობუსით და წარმოთქვა სამი მაგიური სიტყვა, მისი ცხოვრება შეიცვალა.

8. ფენი ფლეგი – „ცისარტყელის ქვეშ“ 12720410-R3L8T8D-150-Fenni_Flegg__Stoya_pod_radugoj

წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით პატარა ქალაქში და მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იცნობთ მის ყველა მაცხოვრებელს, ყველა ოჯახს იმაზე უკეთ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თქვენ აკვირდებით მათ ცხოვრებას  და გრძნობთ სითბოს. ამბობენ, რომ მხოლოდ სიკეთის დანახვა რთულია: ამის გამო გვთვლიან მიამიტებად და არაშორსმჭვრეტელებად. მაგრამ ფენი ფლეგი – ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია გვაჩვენოს, რომცხოვრება გაცილებით უკეთესია, როდესაც მასზე დადებითად ფიქრობთ.

 

12721610-R3L8T8D-150-89. პელამ გ. ვუდჰაუსი – „ვუსტერების საგვარეულო ღირსება“

პელამვუდჰაუსის წიგნები – ყველასათვის აღმოჩენაა, ვინც ეძებს მარტივ, დაუბრკოლებელ საკითხავს, ულევი პოზიტივისა და სიხარულის წყაროს. ჯივსის, ვუსტერისა და მთელი მათი გარემოცვის ისტორია გაჯერებულია ისეთი იუმორით, რომ მას შეუძლია აგიმაღლოთ განწყობა ნულიდან პლუს უსასრულობამდე.

 

10. ტერი პრატჩეტი –  „ხალხი, ანუ ოდესღაც ჩვენ დელფინები ვიყავით“ 12723310-R3L8T8D-150-Terri_Pratchett__Narod_ili_Kogdato_my_byli_delfinami

თუ თქვენ უკვე იცნობთ სერ ტერენს პრატჩეტს, მის ნათელსა და მხიარულ სამყაროებს, ამ წიგნში იგი მაინც შეძლებს თქვენს გაოცებას. ეს ნაწარმოები უფრო სერიოზულია, ღრმა აზრის მქონე, მიუხედავად იმისა, რომ ორიენტირებულია მოზარდებზე. ძალიან ფაქიზი, შთამბეჭდავი ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ ყოველ ჩვენგანს უნდა სჯეროდეს რაღაცის.

გაგვიზიარეთ თქვენი წიგნების ხუთეული 🙂

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური