“ევროპის უნივერსიტეტმა“ XI – XII კლასის მოსწავლეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ესეების კონკურსი ჩაატარა
23 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსს თემაზე “განათლებისა და წიგნიერების როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ჩამოყალიბების პროცესში“ ჩატარდა.
კონკურსის მონაწილეებს “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ მიმართეს სიტყვით და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
კონკურსი ერთდროულად ორ ლოკაციაზე: თბილისში, “ევროპის უნივერსიტეტში” და ქუთაისში, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ მიმდინარეობდა.
კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა უფროსკლასელმა მიიღო. მოსწავლეებმა ესე შეასრულეს თემაზე: “ჩვენი გზა ევროპაშია, ხსნა კი განათლებასა და წიგნიერებაში” – ნიკო ნიკოლაძე.
ესეების კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს. საუკეთესო სამი ნამუშევრის ავტორს “ევროპის უნივერსიტეტი” გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი