სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები საერთაშორისო სიმპოზიუმზე

საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა წარმატებით წარადგინა უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ, განვითარების კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნინო პაპაჩაშვილმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა მარი თავართქილაძემ მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმში – ,,ტექნოლოგია და საზოგადოება: ზიანი თუ სარგებელი”.
სიმპოზიუმი 23-24 იანვარს იტალიის ქალაქ ვარეზეში, ინსუბრიის უნივერსიტეტში ჩატარდა. საბაუნის პროფესორებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა სამეცნიერო სესიაში, სადაც მსჯელობა შეეხებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას საზოგადოებაზე.
პროფესორების მიერ წარდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდა ონლაინ კონფერენციის შრომებში, ხოლო ნაშრომები დაიბეჭდება ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სერიული წიგნის სპეციალურ გამოცემაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის საბაუნის წარმომადგენლების მეცნიერულ ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.
ბიზნეს სისტემების ლაბორატორია (B.S. LAB – Business SystemLaboratory) წარმოადგენს იტალიაში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციას,რომელიც ხელს უწყობს სოციალური და ბიზნეს სისტემების კვლევასა და სწავლების განვითარებას. მისი სიმპოზიუმები აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით გამოჩენილ მეცნიერებს და ექსპერტებს, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
საბაუნი აგრძელებს საერთაშორისო აკადემიურ ჩართულობას და სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას, რაც კიდევ უფრო ამყარებს უნივერსიტეტის როლს როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი აცხადებს საერთაშორისო კონფერენციას by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა პოლონეთის განათლების სამინისტროს კვლევითი გრანტი – PROM მოიპოვა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი საერთაშორისო B.S.LAB-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი გახდა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი