„სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით…“ – დასავლეთ საქართველოს 2 რეგიონში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა. ამინდის გაუარესების გამო ბათუმისა და გურიის რეგიონებში სასწავლო პროცესი დღეს არ განახლდა. ინფორმაცია ამის შესახებ EDU.ARIS.GE-მ დღეს, 24 თებერვასლს, იმ სკოლებიდან მიიღო, რომლებშიც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
გთავაზობთ წერილს, რომლებიც 2 რეგიონის სკოლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან გაეგზავნათ:
„რეგიონში არსებული უამინდობისა და მოსალოდნელი გაუარესების გათვალისწინებით, სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია სკოლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
აჭარის მუნიციპალიტეტებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – სწავლის განახლების თარიღი
-
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“ by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS