როგორ უნდა დაიგეგმოს საქველმოქმედო კამპანია სკოლაში – „მასწავლებელზე მეტად, მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩართულნი“
„ყველაზე ხშირად სკოლებში საქველმოქმედო ღონისძიებები, “სიკეთის კამპანიები” ტარდება, რასაც კარგი დაგეგმვა სჭირდება”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი და უფროსკლასელების დამრიგებელი, მარინა კაპანაძე.
ჩვენს რესპონდენტს სკოლაში საქველმოქმედო კამპანიების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
„საქველმოქმედო კამპანიებში შედის ვიზიტები მოწყვლად ჯგუფებთან, თავშესაფრებს ხშირად ვსტუმრობთ, ასევე დახმარების კამპანიები, ხშირად ვაწყობთ საქველმოქმედო გამოფენებს. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელზე მეტად მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩართულნი”,-აგვიხსნა მარინამ.
საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებისთვის აუცილებელია მიჰყვეთ კონკრეტულ გეგმას:
მიზნის განსაზღვრა – დაადგინეთ, რა პრობლემის მოგვარებას ემსახურება ღონისძიება და პრობლემის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ მოსწავლეებს.
მონაწილეები და პარტნიორები – ჩართეთ მოსწავლეები, კოლეგები, მშობლები და შეძლებთ პოტენციური სპონსორები. მაგალითად თუ საქველმოქმედო მარათონი, გაქვთ სპონსორების მოძიება აუცილებელიც კია, რომ მეტი თანხა შეგროვდეს.
გეგმა – წერილობით გაწერეთ დრო, ადგილი, ბიუჯეტი და საჭირო რესურსები. როცა დეტალური გეგმა გაქვთ, მუშაობაც ბევრად მარტივია
პოპულარიზაცია – გამოიყენეთ სოციალური მედია, ფლაერები და მედია მხარდაჭერა. სკოლის გვერდი და შიდა ჯგუფები ამ ინფორმაციის გასავრცელებლად კარგი არჩევანია.
მონაწილეთა მოტივაცია – წაახალისეთ მონაწილეები და დააჯილდოეთ აქტიურები. სიკეთეს ჯილდო არ სჭირდება, მაგრამ სიმბოლური ჯილდო წაახალისებს მოსწავლეებს.
არ დაგავიწყდეთ შეფასება – შეაფასეთ შედეგები, მიიღეთ უკუკავშირი და გააზიარეთ დასკვნები. ეს ერთგვარი თვითრეფლექსიაა, რომელიც დაგეხმარებათ მომდევნო ღონისძიებები იყოს უფრო ორგანიზებული.
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები