10 თებერვალი, 2015
2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული სიახლეების ჩამონათვალი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:
- 2015 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება IX-X კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
- გეოგრაფიის ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათი და 30 წუთამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ქულების შემცირება არჩევითი პასუხების მქონე კითხვებისა და ფიზიკური რუკის ანალიზის კითხვების ხარჯზე შემცირდება.
- ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა და არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა (2 საათი და 30 წუთი).
- უცხოური ენის გამოცდაზე მოსმენის ნაწილში მოცემული იქნება 10 დავალება (ნაცვლად 8 დავალებისა). გამოცდაზე 15-16 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს მოცემული დავალება. მე-8 დავალება (გრამატიკა) შემცირდა და 14-ის ნაცვლად იქნება 12 საკითხი.
- გარკვეული ცვლილებები შეტანილია ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაშიც. 2015 წელს აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტში მიეწოდებათ ღია შეკითხვა, რომელზედაც პასუხი მოკლედ და ამომწურავად უნდა გასცენ.
-
ყველაზე მეტი აბიტურიენტი 2025 წელს ისტორიას ჩააბარებს – როგორია არჩევანი საგნების მიხედვით by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 22 აპრილი, 2025
-
როგორ დავწეროთ ლექსის მხატვრული ანალიზი – 6 ნაბიჯი სპეციალისტისგან (ვიდეო) by რჩევები 21 აპრილი, 2025
-
ცნობილია როგორ განაწილდება სასწავლო გრანტები 2025-2026 სასწავლო წელს – პრემიერ-მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება 16 აპრილი, 2025