შტატგარეშე ჟურნალისტის (ფრილანსერის) ვაკანსია – EDU.ARIS.GE 2026
საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას შტატგარეშე ჟურნალისტის (ფრილანსერის) თანამდებობაზე და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
სამუშაო დრო: შეთავსებით – თავისუფალი გრაფიკით
აუცილებელი მოთხოვნები:
- სტატიებისა და რეპორტაჟების წერითი გამოცდილება (კრიტიკული და ანალიტიკური წერის ელემენტებით);
- უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის განხრით);
- სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი;
- სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მოკლე ვიდეო კონტენტის მომზადებისა და შექმნის გამოცდილება
- ინფორმაციის მოპოვებისა და გამართულად წერის უნარი
საქმიანობის აღწერა:
- სამუშაო თემატიკის შესახებ იდეებისა და ინიციატივების მოწოდება მაქსიმალური სიხშირით;
- სიახლეების, სტატიების, სპეციალური ინტერვიუებისა და რეპორტაჟების მომზადება და განთავსება ინტერნეტში;
- სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.
მაძიებელს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი სტატიების, რეპორტაჟების ან სხვა მასალების ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.
ანაზღაურება: ერთი სტატიის, ვიდეო მასალის, ანალიტიკის, ინტერვიუს, სხვ. ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე და ურთიერთშეთანხმებით. ფრილანსერის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური სიახლე შეფასდება განსხვავებულად.
ვაკანსია ძალაშია სანამ გამოქვეყნებულია საიტზე!
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ასევე, მინიმუმ 2 ვრცელი მასალა, რომელიც გამოქვეყნდა თქვენი ავტორობით შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმე მასალების გარეშე არ განიხილება.
შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!
Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).
ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.
-
არაერთ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9.1% სერტიფიკატის გარეშე მუშაობს, 6.4%-მა კი პროფესია მიატოვა – OECD
by ARIS.GE-განათლება
-
უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა საფრანგეთის მთავრობამ – ცვლილებები და 4 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტი
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს მიმართავს
by ARIS.GE-განათლება