10 პედაგოგი, რომლებსაც მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი გადაეცათ
27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან:
- ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბურძენიძე;
- ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი თინათინ ფრუიძე;
- ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მასწავლებელი კლარა ფოცხვერაშვილი;
- წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა ჭანტურია;
- თბილისის 37-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩხაიძე;
- დუშეთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ელენე პატაშური;
- თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მასწავლებელი ნელი გელაშვილი;
- ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მასწავლებელი შორენა ყარალაშვილი;
- დაბა შუახევის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება. ამასთან, ყოველწლიურად ამ დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი.
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო