რა ოდენობის პრემია გაიცა ბიუჯეტიდან 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის – აუდიტის მონაცემები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2024 წელს ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა.
რაც შეეხება EDU.ARIS.GE-ს ინტერესის ობიექტ უწყებას – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აქ გაცემული პრემიების ოდენობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც IDFI-ს მიერ მოპოვებულ მონაცემებში ვკითხულობთ, 2024 წელს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრემიებზე 3 018 704 ლარი დაიხარჯა.
ამ მაჩვენებლით განათლების სამინისტრო სხვა უწყებებში მეხუთე ადგილზეა:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წერს, რომ “სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის. გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე”.
ასევე იხილეთ:
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება
