საიდან დაფინანსდება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 340 000 ლარით – მთავრობის განკარგულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 7 აპრილის განკარგულების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს დაევალა, რომ კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში, დააფინანსოს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და ასევე დააფინანსოს უთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც როგორც ცნობილია, სრულად ფინანსდება “ფონდი ქართუს” მიერ.
“სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს დაევალოს, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საკართველოს კანონით პროგრამის – “ახალგაზრდობის ხელშეწყობის” ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებიდან უზრუნველჰყოს “თემატური ახალგაზრდული ბანაკების” შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ- საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დაფინანსება 419 760 ლარისა და ა(ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დაფინანსება 340 000 ლარის ოდენობით”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის განკარგულებაში.
პრემიერ-მინისტრის განკარგულება
რა ვიცით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე მოკლედ: “60 000 სტუდენტზე გათვლილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებისთვის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ერთი მილიარდი ევროს გაიღებს”.
-
ცნობილია როგორ განაწილდება სასწავლო გრანტები 2025-2026 სასწავლო წელს – პრემიერ-მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება
-
აკადემიკოსის ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არანაკლებ 2000 ლარი იქნება – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს by ARIS.GE-განათლება