„მოსწავლის სამუშაო ბარათი“ – მხატვრული ტექსტის გააზრების კარგი პრაქტიკა სკოლაში
დაწყებითი კლასების მოსწავლეები ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივიან. ბავშვობის ასაკი და ასაკობრივი გამოწვევები კი ზოგჯერ ხელისშემშლელი ხდება ახალი სასწავლო მასალის ადეკვატურად გაგებასა და გააზრების პროცესში. იმისთვის, რომ პატარამ სკოლაში ნასწავლი მხატვრული ნაწარმოების ტექსტის შინაარსი ზუსტად გაიგოს, უფრო მეტია სამუშაო.
EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტს, დაწყებითი კლასების მასწავლებელს, ნათია კოხოძეს მოსწავლეებისთვის სამუშაო ბარათები აქვს შექმნილი და ჩვენს მკითხველს უზიარებს.
გაეცანით სამუშაო ბარათს, რომელიც პედაგოგმა კოლეგასთან, ნინო სამხარაძესთან ერთად ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ხალხური ზღაპრის, „ნაცარქექიას“ სწორად გააზრებისთვის შექმნა.
სამუშაო ბარათის გამოყენების ინსტრუქცია
„პირველ რიგში ამუშავებთ მხატვრულ ტექსტს. ტექსტის გაგება/გააზრების შემდეგ მოსწავლეებს ვანაწილებ ჯგუფებში. გუდაში მოთავსებულია რესურსზე აღნიშნული ბარათები. თითოეულ ბარათზე მოცემული მექნება 4-4 შეკითხვა. შეკითხვები შეეხება ტექსტიდან როგორც ფაქტობრივ ცოდნას, ასევე – ანალიტიკურ აზროვნებას. ჯგუფის წევრები გუდიდან ირჩევენ ერთ ბილეთს. მათ სამუშაოდ მიეცემათ 7–10 წუთი. პასუხებს მოინიშნავენ ფურცელზე. დროის გასვლის შემდეგ კი შეკითხვებსა და პასუხებს ჯგუფები ერთმანეთს გაუზიარებენ. ბოლოს მოეწყობა დისკუსია“, – აგვიხსნა ნათიამ.
იხილეთ:
„ნაცარქექია“ – სამუშაო ბარათი მოსწავლეებისთვის
გაგვიზიარეთ, თქვენ რა დამხმარე საშუალებებით უადვილებთ მოსწავლეებს ახალი ტექსტის სწორად ათვისებას?
-
AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ by სკოლა პოლიგლოტი
-
ცნობილია, საჯარო და კერძო სკოლების რამდენ მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი 2024-2025 წელს – საქსტატის მონაცემები by სკოლების ამბები