2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეცვლილი ტესტების ნიმუშები საგნების მიხედვით
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეიცვალა ტესტები 4 საგანში. ცვლილება შეეხო ქართულ ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, უცხოურ ენებისა და ლიტერატურის გამოცდას.
ზემოაღნიშნული საგნების ტესტებში განხორციელებული ცვლილება ეხება როგორც ტესტების შინაარსობრივ მხარეს, ისე საგამოცდო დროსა და ტესტების მაქსიმალურ ქულებს.
გთავაზობთ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეცვლილი ტესტების ნიმუშები საგნების მიხედვით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინიმალური კომპეტენციის ზღვრები პროცენტულად არ შეცვლილა და ის განისაზღვრება ტესტების მაქსიმალური ქულის შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით:
- უნარების მინიმალური ზღვარი არის ტესტის მაქსიმალური ქულის 30%-ზე მეტი;
- უცხო ენების ტესტის მინიმალური ზღვარი არის ტესტის მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი;
- ხოლო ყველა სხვა საგნის მინიმალური ზღვარი არის ტესტის მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.
ზუსტი ინფორმაცია 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების მაქსიმალური და მინიმალური ქულების შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.
-
რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება