GE

2020 წელს უცხოეთში 6 804 ბავშვი გადასახლდა, 8 097 კი დაბრუნდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციაში მიგრაციის შესახებაცაა საუბარი და ქვეყნიდან გასული და შემოსული მოზარდების რაოდენობაა აღნიშნული.

2020 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ შეადგინა 74 264 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, აქედან, 6 804  0-დან 14 წლამდე მოზარდია.

იგივე წლის მონაცემებით, იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89 996 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 8097 ბავშვია.

2020 წელს, იმიგრანტების 74.1 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 58.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ ჯამში 3 728.6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.

0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.2 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.2 პროცენტს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15 732).

საქართველოს მოსახლეობის 59.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

ბავშვების 69%-ის მიმართ დასჯის ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური