GE

2022 წლის რომელი აბიტურიენტებისთვის არის სავალდებულო ატესტატის წარდგენა – პროცედურული დეტალები

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლი სმსურველი აბიტურიენტების გარკვეული ნაწილისთვის გამოცდების ცენტრში კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადებიც დადგენილია.

ვის ეხება გამოცდების ცენტრში დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება და როგორია წარდგენის ვადები კატეგორიების მიხედვით:

თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, 2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. დოკუმენტის ასლი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]. დოკუმენტს განცხადებასთან ერთად თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ასლი.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, არსებობს გარემოება, რომლის დროსაც ატესტატის წარდგენის ვალდებულება შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ აბიტურიენტს:

გაითვალისწინეთ: ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა! ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. ამდენად, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ“, – ვკითხულობთ 2022 წლის აბიტურიენტის ცნობარში დატანილ ინფორმაციაში.

შემდეგი კატეგორია, ვისთვისაც სავალდებულოდ არის დადგენილი ატესტატის წარმოდგენა, არიან აბიტურიენტები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს. ამ აბიტურიენტებმა სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი 2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ.

შემდეგი კატეგორიაა აბიტურიენტები, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას). ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა 2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.

მესამე კატეგორიაში ერთიანდებიან აბიტურიენტები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს და დოკუმენტაციის გამოცდებამდე წარმოდგენის ვალდებულება აქვთ. ამ კატეგორიაში გაერთიანებულმა პირებმა სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ.

და ბოლო, მეოთხე კატეგორია: ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური