როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში წინსვლის მსურველი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილი განაცხადისა და განხორციელებული საქმიანობის შეფასების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად იმუშავებს.
ახალი სქემის თანახმად, კომისია – არის მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაბამის დონეზე უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განაცხადს და ანიჭებს მას შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას, აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.
განათლების მინისტრ გივი მიქანაძის მიერ ოქტომბერში დამტკიცებული წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა (შემდგომ – სკოლა) და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასების კომისიების (შემდგომ – კომისია) შექმნის, შემადგენლობის, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.
წესი ვრცელდება სკოლებზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებზე, სქემაში ჩართულ ფუნქციების შემსრულებელ ან/და კარიერული წინსვლის უფლების მქონე მასწავლებლებზე/სპეციალურ მასწავლებლებზე, კომისიის წევრებზე.
გაეცანით დოკუმენტს სკოლისა და რესურსცენტრის დონეზე კომისიების მუშაობის წესის შესახებ:
გაეცანით დოკუმენტს ახალ eSchool-ის ელექტრონულ სისტემაში სკოლის კომისიის შექმნისა და მართვის ინსტრუქციის შესახებ:
ელექტრონულ სისტემაში სკოლის კომისიის შექმნა და მართვა
ელექტრონულ სისტემაში სკოლის კომისია იქმნება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სკოლას შეუძლია შექმნას კომისია სამივე მიმართულებისთვის ერთდროულად ან მიმართულებების მიხედვით ცალ-ცალკე. მიმართულებებია: „სწავლასწავლება“, „მართვა-ადმინისტრირება“ და „საგანმანათლებლო კვლევა“.
მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში კომისიის შექმნამდე სკოლამ უნდა განსაზღვროს კომისიის
შემადგენლობა და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი. სისტემაში შეტანილი მონაცემები კი უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ აქტს.
ასევე იხილეთ:
-
უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა საფრანგეთის მთავრობამ – ცვლილებები და 4 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტი
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს მიმართავს
by ARIS.GE-განათლება
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
