GE

233 მასწავლებელი თებერვლის ბოლოს უკვე გაზრდილ ხელფასს მიიღებს

1 თებერვლის მონაცემებით, სულ საქართველოში 224 წამყვანი და 9 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელია. როგორც EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, წამყვანის კატეგორიაში მასწავლებლების დამატება ბოლო თვეებში განხორციელდა და მათი რიცხვი 216–დან 224–მდე გაიზარდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თებერვლიდან, სტატუსის შესაბამისი სახელფასო დანამატი 700 ლარის ოდენობით 224 მასწავლებელს ექნება; ხოლო 1000 ლარი – 9 მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგს. ხელფასი სულ 233 მასწავლებელს გაეზრდება. საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ, წამყვანი მასწავლებელი ხელზე 560 ლარს, ხოლო მენტორი 800 ლარს აიღებს.

დღემდე, მასწავლებელთა სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა ასეთი იყო:

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.

ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 66 000-ზე მეტი მასწავლებლიდან საქართველოში ყველაზე მეტი, 44 175 მასწავლებელი პრაქტიკოსია. მასწავლებლის სახლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოიმატა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგთა რაოდენობამაც და დღევანდელი დღის მაჩვენებლით 19 086 უფროსი მასწავლებელი გვყავს. ამ კატეგორიის პედაგოგთა სახელფასო მატება კი 2018 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი არ არის.

სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის მატება 2018 წელს არც სკოლის ადმინისტრაციას და ტექ-პერსონალს არ შეეხება.

სწავლის კრისიზული მდგომარეობის 4 მიზეზი საქართველოში – მსოფლიო ბანკის ანგარიში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური