ადრეულ ასაკში დაქორწინებული ქალების 47%-ს უმაღლესი განათლება არ მიუღია
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2018 წლების მონაცემებს ასახავს, ქვეყანაში ბავშვობის ასაკში ქორწინება კვლავ ძირითად საფრთხედ რჩება.
კვლევის თანახმად, 20- 24 წლის ასაკის ქალების 14% 18 წლამდე იყო დაქორწინებული. ბავშვობის ასაკში ქორწინება პრობლემაა მთელს ქვეყანაში; თუმცა, მისი გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის. 20-24 წლის ასაკის ქალების 8%, რომლებიც ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობენ, დაქორწინებული იყვნენ 18 წლის ასაკამდე, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები (20- 24 წლის ასაკის) ქალების 25% იყო დაქორწინებული ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე.
არსებობს კავშირი ბავშვობის ასაკში ქორწინებასა და განათლებას შორის. 20-24 წლის ასაკის ქალთა 47%-ს, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში 18 წლის ასაკამდე, მიღებული აქვთ დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება, 25%-ს – სრული საშუალო განათლება, 11%-ს – პროფესიული განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე 20-24 ასაკის ქალების მხოლოდ 3% პროცენტი იყო დაქორწინებული ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში 18 წლის ასაკამდე.
20-49 წლის ასაკის ქალების წილი, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული 18 წლის ასაკამდე, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში (25%), ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში (12%). მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს ასაკობრივ ჯგუფებს შორის ადრეული ქორწინების თვალსაზრისით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც 15 წლამდე ქორწინების, ასევე 18 წლამდე ქორწინების შემთხვევაში, 40-44 წლის ასაკის ქალებში დაფიქსირდა და შესაბამისად, 3 და 27 პროცენტს შეადგენს.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, მიქსი საქართველო 2018, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულა სამსახურმა გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა 2018 2019 წლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
„სახელმწიფო უნივერსიტეტები წელს 21 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ – კონტინგენტი 2 000-ით იზრდება“
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სპეციალობებზე გამოცხადდება მიღება 2026 წელს – ჩამონათვალი დამტკიცებულია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
დღეს 2026 წლის აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტებს გაიგებენ – პრემიერ-მინისტრის განცხადება
by ARIS.GE-განათლება