ალტე უნივერსიტეტის სტუდენტი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლას Üsküdar University-ში აგრძელებს
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ხატია ტყეშელაშვილი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თურქეთში გაემგზავრა.
უნივერსიტეტის მიერ 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხატიამ როგორც შიდა, ასევე მასპინძელი უნივერსიტეტის კონკურსის შესარჩევი ეტაპები წარმატებით გაიარა და სწავლას Üsküdar University-ში აგრძელებს.
„ძალიან მადლიერი ვარ იმ ცოდნისა და უნარების, რაც უნივერსიტეტმა მომცა. ალტე უნივერსიტეტი სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ვიზიარებდი მის ღირებულებებს და მჯეროდა, რომ შრომისმოყვარეობა და დაუღალავი შრომა, აუცილებლად დამეხმარებოდა დასახული მიზნების მიღწევაში.
საზღვარგარეთ სწავლა საოცარი, თავბრუდამხვევი და რთულად აღსაწერი გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადოს ყველა სტუდენტმა. ამის გარდა, უმნიშვნელოვანესია, აქ შეძენილი კონტაქტები, როგორც მეგობრები, ისე – პროფესიული მენტორები, რომლებთან ერთადაც, საოცარი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი.
სხვა სტუდენტებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად მიაქციონ ყურადღება აკადემიურ მოსწრებას და ბევრი იშრომონ, რადგან ეს ის პროფესიაა, სადაც დაუღალავი შრომა და გათენებული ღამეები აუცილებლად ფასდება“, – აღნიშნავს ხატია ტყეშელაშვილი.
-
ალტე უნივერსიტეტი „პროფესიების რეგიონულ ტურნეს” იწყებს – პირველი ფორუმი თელავში გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
გაზრდილი საპრიზო ფონდი და უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის – ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი