ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა EFMD Global-ის ასოცირებული წევრი გახდა
ალტე უნივერსიტეტი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც EFMD Global-ის ასოცირებული წევრი გახდა.
ამის შესახებ უნივერსიტეტმა ინფორმაცია დღეს, 29 ივნისს გამოაქვეყნა.
EFMD Global-ის წევრობა ადასტურებს, რომ ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში განხორციელებული სწავლება საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებს შეესაბამება.
ორგანიზაციის შეფასებით, უნივერსიტეტის უნიკალური პროფილი, აკადემიური გამოცდილება და განვითარების ხედვა EFMD-ის გლობალური პროფესიული ქსელის გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
EFMD Global (European Foundation for Management Development) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა მენეჯმენტის სფეროში. ორგანიზაცია 1972 წელს ქ. ბრიუსელში (ბელგია) დაარსდა და დღეს თითქმის 1 000 უნივერსიტეტს, ბიზნეს სკოლას, კომპანიასა და სხვა ორგანიზაციას 95 ქვეყნიდან აერთიანებს, რაც ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებასა და მენეჯმენტის განათლების ხარისხის განვითარებას.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, EFMD-ის წევრ ბიზნეს სკოლებთან ერთად, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის აკადემიური პროგრამების განვითარებაზე იმუშავებს. ამასთან ერთად, ალტე უნივერსიტეტი EFMD-ის საერთაშორისო ღონისძიებებში, პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად ჩაერთვება.
-
ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ ESC პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
by ალტე უნივერსიტეტი