არასრულწლოვნები აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვებიან – რას ითვალისწინებს ფინანსთა მინისტრის ბრძანება
არასრულწლოვნები აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვებიან. ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული ბრძანების შესაბამისად, პირს მოთამაშედ რეგისტრაციისთვის ვერიფიკაციის გავლა მოუწევს, რაც პირადობით და პირადი მობილური ნომრით უნდა დაადასტუროს.
დოკუმენტის თანახმად, ოპერატორს ექნება უფლებამოსილება მოთამაშის შესახებ მონაცემები სახელმწიფო სერვისების სააგენტოში გადაამოწმოს. დარეგისტრირებულ პირს, კი აკრძალული ექნება საკუთარი ანგარიშით სარგებლობის უფლება სხვა ვინმეს მისცეს.
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და ვებგვერდზე მოთამაშის რეგისტრაციის წესები, შემდეგი სახით ჩამოყალიბდა
1)სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშის ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად მოთამაშის მიერ ელექტრონულად, ასევე ოპერატორის მიერ მოთამაშის უშუალოდ პირისპირ კონტაქტის საფუძველზე.
2) რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) მოთამაშის სახელი და გვარი; ბ) მოთამაშის დაბადების თარიღი; გ) მოთამაშის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა; ე) მოთამაშის აქტიური ტელეფონის ნომერი; ვ) მოთამაშის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი; ზ) მოთამაშის ელექტრონული ფოსტის მისამართი; თ) მოთამაშის პაროლი; ი) თანხმობის ღილაკი, რომ მოთამაშე ეთანხმება წესებს/პირობებს, სრულწლოვანია და არ მისცემს მისი სათამაშო ანგარიშით სარგებლობის უფლებას სხვა პირ(ებ)ს.
3) ოპერატორი უფლებამოსილია, რეგისტრაციისას მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მითითება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოთამაშის პიროვნების დასადგენად ან/და მასთან საკომუნიკაციოდ.
ოპერატორი ვალდებულია, რეგისტრაციის დასრულების და სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული ტელეფონის ნომრის გადამოწმების მიზნით, სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნოს მოკლე ვადიანი ერთჯერადი კოდი.
რეგისტრაციის ახალი წესების შესახებ, ფინანსთა მინისტრის ბრძანება უკვე ამოქმედებულია.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE