არასწორ პასუხზე იწერება -0.2 ქულა – სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები
გამოქვეყნდა 2025 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ის სტუდენტები გადიან, რომლებსაც გრანტის მოპოვება, ან მისი გაუმჯობესება სურთ.
2025 წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები ასეთია:
ამ გამოცდის ტესტი სამი ნაწილისაგან შედგება:
- წაკითხულის გააზრება;
- ლოგიკური მსჯელობა;
- რაოდენობრივი მსჯელობა.
სულ ტესტში 42 დავალებაა. ყოველი დავალების პირობას თან ახლავს რამდენიმე
სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
- თითო სწორ პასუხში იწერება 1 ქულა;
- თუ არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა;
- არასწორი პასუხისათვის აკლდება 0,2 ქულა (ანუ იწერება -0.2 ქულა).
ასევე იხილეთ:
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ეს სტუდენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ, რათა სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ – პროცედურა ცნობილია
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2025 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები