18 ივნისი, 2026 14:55
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, სახელწოდებით „უსახელოები“, „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში, U8 ასაკობრივ კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა და 83 ქულით, კონკურსის გამარჯვებულის ტიტული მიენიჭა.
გიმნაზიის მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:
- ალექსანდრე გიორგაძე;
- გეგა სვანიძე;
- დავით ნებიერიძე (გუნდის კაპიტანი);
- საბა პოპიაშვილი;
- სანდრო ლეთოდიანი.
„მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, სწრაფი ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარები, რის შედეგადაც, ღირსეულად დაძლიეს კონკურენცია და დამსახურებულად მოიპოვეს პირველი ადგილი.
გულითადად ვულოცავთ ალექსანდრეს, გეგას, დავითს, საბასა და სანდროს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალშიც! AIA-GESS ამაყობს თქვენით“, – აცხადებენ გიმნაზიაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS