2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილე საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დღეს, 18 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებენ.
NAEC-ის ცნობით, საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ცენტრი ასევე მოუწოდებს თითოეულ მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება“, – ნათქვამია NAEC-ის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტებს ქულების გასაჩივრებისთვის 3 დღე ექნებათ
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ცნობილია შედეგები, ქართულში, მათემატიკაში, ისტორიაში, ხელოვნებაში, ქიმიასა და სამოქალაქო განათლებაში – ეროვნული გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ტესტის დავალებათა ნიმუში და ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი