როგორ უნდა ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი – პროცედურა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
2026 წლის ზაფხულის გამოცდები აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. გამოსაცდელები ახლა საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის მოლოდინში არიან. ამის შესაძლებლობა კი მათ უახლოეს დღეებში ექნებათ, 22 ივნისიდან.
საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რომელიც ყველა აპლიკანტმა პირადობასთან ერთად უნდა იქონიოს საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დროს. ამობეჭდვისას კი აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, თუ რომელ დღეს და რომელ საათზე გაქვთ გამოცდა, ანუ რომელი სესია ხართ – დილის თუ შუადღის, რომ გაუგებრობები თავიდან აიცილოთ და არ დაკარგოთ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.
ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.
როგორ ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი:
მას შემდეგ, რაც შეხვალთ online.naec.ge-ზე და სპეციალურ ველებში უთითებთ პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ რვანიშნა კოდს და შედიხართ საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარეთ რეგისტრაცია (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენოთ ღილაკი – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ნებადართულია ბარათის ამობეჭდვა შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
მნიშვნელოვანია, ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება
