GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სასწავლო დისციპლინის – „საპროცესო უნარ-ჩვევები სისხლის სამართალში (პრეკლინიკა)“ ფარგლებში, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 18 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამართლის მიმართულების სტუდენტებმა, პროფესორ ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, პროცესზე განსახილველად წარმოადგინეს უფლებამოსილების განხორციელების დროს ქალის მიმართ ძალადობის ფაქტი, მოირგეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა როლები და სასამართლოს სხდომა პრაქტიკულად წარმართეს.

სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ, პროფესიულ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გამოიყენონ, განივითარონ სამართლებრივი არგუმენტაციის, ანალიზის, საჯარო გამოსვლისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინონ.

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროფესორმა ეკა ბესელიამ შეაჯამა სტუდენტების ნამუშევარი, შეაფასა მათ მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი პოზიციები და მონაწილეებს თავისი რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური