GE

აშშ-ის სავაჭრო პალატა სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს საუნივერსიტეტო სტიპენდიებს დაუნიშნავს

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) 30-მდე აბიტურიენტს, რომლებსაც აქვთ  სოციალურად დაუცველის სტატუსი,  ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს სრული ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ,  შერჩეულ აპლიკანტებს 2250 ლარი წელიწადში  სწავლის საფასურისთვის მიეცემათ, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის.

პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ.

ყველა ეს სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • წარმოადგენს მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსარგებლე ოჯახის წევრს და გააჩნდეს 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა;
  • ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხულია სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისში ან რეგიონებში);
  •  გააჩნია ინგლისური ენის საბაზისო ცონდა და სურს მისი გაუმჯობესება;
  •  სურს ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან ურთიერთობა და გააჩნდეს საკუთარი პიროვნული ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.

განაცხადის წარმოდგენის ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ამსახველი გვერდის ამობეჭდილი ვერსია და აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი.
  •  მიზნობრივი სოციალური დახმარების ქულის ამსახველი დოკუმენტი – გასული ორი თვის ვადით და ბეჭდით დამოწმებული (განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულის ამსახველი დოკუმენტი)
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, არა უმეტეს 500 სიტყვისა, სადაც განმცხადებელმა უნდა აღწეროს თუ რატომ სურს არჩეულ საუნივერსიტეტო პროგრამაზე სწავლა და ასევე რატომ სურს შემოუერთდეთ ამერიკის სავაჭრო პალატის ქსელს

ორგანიზაცია ასევე შეახსენებს მსურველებს, რომ ონლაინ განაცხადის ფორმა უნდა იქნეს შევსებული არა უგვიანეს 2023 წლის 8 სექტემბრისა. აღნიშნულ პროგრამას, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, წელს პირველად ანხორციელებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური