2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ.
ამის შესახებ დღეს, 10 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ცვლილებები 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტში უკვე განხორციელდა.
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
“განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფარგლებში დამატებითი თანხები მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე. დამატებით გამოიყოფა 37 მილიონ ლარზე მეტი და მისი მოცულობა 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს აღწევს. დამეტებითი ზრდა ძირითადად გამოიწვია პირველკლასელთა რაოდენობის ზრდამ და მასწავლებლებს შორის საათების გადანაწილებამ.
გარდა ამისა, საკომიტეტო განხილვების დროს დაყენებული წინადადებების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმების და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად წინა ვერსიაში განსაზღვრული 10%-იანი ზრდისა”, – თქვა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, მასწავლებლებისთვის სახელფასო ზრდა 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული არ არის.
ასევე იხილეთ:
მასწავლებელთა ახალი სქემის პროექტი სკოლებს გადაეგზავნათ – EDU.ARIS.GE დოკუმენტს გიზიარებთ
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება