აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარები 450 ლარით დაფინანსდებიან

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარით დაფინანსდებიან. გადაწყვეტილება დღეს, 15 მარტს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„წლიდან წლამდე იზრდება „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი. გასულ თვეში ამ ბავშვების მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მარტში პროგრამაში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვებოდა, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 1 850-მდე შეადგენდა. ასევე, გაიზრდებოდა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვი. ამჟამად, პროგრამის ბენეფიციარებს ცხრა ცენტრი ემსახურება“ , – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებისთვის წლიურად 5 400 ლარი გამოიყოფა.
„კიდევ ერთი სიახლის შესახებ გატყობინებთ – გაიზარდა პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც და ყოველთვიურად, პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად 450 ლარით დაფინანსდებიან. თუ გასულ წელს პროგრამის ბენეფიციარებისთვის იხარჯებოდა 4 800 ლარი, ამიერიდან, თითოეული მათგანისთვის 5 400 ლარი იქნება გამოყოფილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ასევე იხილეთ:
-
200-ზე მეტ ლექტორს პარლამენტში განცხადება შეაქვს – რას ითხოვენ და აპროტესტებენ პროფესორები by ინფოLIFE
-
„სტუდენტები, ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ, შეძლებენ, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარონ“ by ინფოLIFE
-
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში – დოკუმენტი by ინფოLIFE