ახალი სასწავლო წელი დაიწყო – განათლების მინისტრის მილოცვა
16 სექტემბერს სასკოლო საზოგადოებას 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი:
“დღეს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
ვულოცავ ყველას – მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს საკლასო ოთახებში.
ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავია, ბავშვებისთვის უზრუნველვყოთ თანაბრადხელმისაწვდომი, ჯანსაღი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. ამ მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ეს დღე ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა, გადავუხადო მათ მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვისა და თავდადებისთვის.
მადლობა ჩვენს ძვირფას მშობლებს – სკოლებში სასწავლო პროცესის გამართულად, ხარისხიანად წარმართვის საქმეში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით. სწორედ თქვენი ხელშეწყობით ხდება შესაძლებელი სხვადასხვა სიახლისა და ინოვაციური მიდგომის დანერგვა სკოლებში, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი სკოლებში. ამ კუთხით, წელს ჩვენ არაერთ სიახლეს ვთავაზობთ საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს თვითრეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შევუქმნათ.
მჯერა ჩვენი შვილების უსაზღვრო შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა სკოლაში მიღებულ ცოდნას ისევ სამშობლოს კეთილდღეობასა და განვითარებას მოახმარს.
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო